მარტვილის ძველი მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

მარტვილის 2022 წლის ბიუჯეტი საკრებულო დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ძველი მოწვევის წარმომადგენლობითმა ორგანომ, მოქალაქეების ნაწილისა და ენმ-ს წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად,  დაამტკიცა. 

დილიდან ხმაური იყო მარტვილის საკრებულოში, საკრებულოს შენობაში მოქალაქეებს და ახალი მოწვევის დეპუტატებს არ უშვებდნენ.

“ჩვენ აქ მოვედით, რათა დაჩქარებული წესით გადაწყვიტეს მიეღოთ ბიუჯეტი. ჩვენ, როგორც ამ რაიონის მოქალაქეებს, გვინდოდა გაგვეგო, თუ რა განხილვა არის, რადგან ბიუროკრატიული ხარჯები არის გაორმაგებული და გასამმაგებული. რის საფუძველზე აკეთებენ ამას, როცა ქვეყანაში ასეთი ეკონომიკური მდგომარეობაა, რატო ჩათვალეს ამის გარდაუვალი აუცილებლობა, რომ ხელფასები გაეზარდათ, ლეგიტიმური შეკითხვები გვქონდა და აქ პოლიცია დაგვახვედრეს”, – განაცხადა ენმ-ს ახალგაზული ფრთხის,  ხელმძღვანელმა მარტვილში ზაზა კორთხონჯიამ.

https://www.youtube.com/watch?v=cqwmfvkjNYo

ადგილზე “თაიმერის” კორესპონდენტი აკო ქიქავა მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: სააკაშვილი გადაადგილდება, თუმცა ენერგია არ აქვს ყველაფრისთვის. უჭირს აქტიური მოძრაობა
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი”ევსაქების” კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე- ვერაფრით ვერ ავყვებით სხვა პარტიის პრიორიტეტებს