მარტვილის აგრარული ბაზარი იკეტება

“მარტვილის აგრარული ბაზარი იკეტება”- ამის შესახებ “თაიმერის” ჟურნალისტი აკო ქიქავა ადგილდან იტყობინება. მისივე ინფორმაციით, ბაზარი ორი კვირით დაიკეტება. მეზეზად გადაადგილების მინიმუმამდე შემცირება სახელდება, რათა არ მოხდეს ახალი კორონავირუსის სწრაფი გავრცელება, ისევე როგორც ეს დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებში. აკრძალვები ეხება ბანძასა და ჭყონის ღია ბზრობებსაც.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 77 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშიბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის კონტროლი გრძელდება
შემდეგი სტატიაბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი: მუნიციპალიტეტის პერიმეტრი სრულად გადაკეტილია