13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

მარტში ძროხის ხორცი წლიურად 17%-ით, ღორის კი 9.4%-ით გაძვირდა

მარტში ძროხის ხორცი წლიურად 17%-ით, ღორის კი 9.4%-ით გაძვირდა. ინფორმაციას ამის შესახებ BMG საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ძროხის ხორცის ფასი იანვრიდან მოყოლებული 10%-ზე მეტად იზრდება. უფრო დეტალურად, ძროხის ხორცი 2026 წლის იანვარში წლიურად 13.5%-ით გაძვირდა, თებერვალში მატება 15.3% იყო, ხოლო მარტში 16.7%. ძროხის ხორცის ფასი გაიზარდა თვის ჭრილშიც და მარტში, თებერვალთან შედარებით, 1.4%-იანი მატება იყო.

ღორის ხორცის ფასი 11%-ით გაიზარდა იანვარში, ფასის წლიური ზრდა 10.1% იყო თებერვალში, მარტში კი 9.4%. მარტში, თებერვალთან შედარებით, ფასი 0.8%-ით შემცირდა.

გაიზარდა ქათმის ხორცის ფასიც – წლიური მატება იანვარში 10.6% იყო, თებერვალში 9.4%, მარტში 6.6%. მატებაა თვის ჭრილშიც და მარტში, წინა თვესთან შედარებით, ზრდა 2% იყო. ამასთან, მარტში წლიურად 14.5%-ით გაიზარდა ძროხის ხორცის ფარშის ღირებულება და 6%-ით გაძვირდა შებოლილი ხორცი. იანვარში 10.1%-ით გაძვირდა კვერცხი.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე: რეფერენტული ფასები განსაზღვრულია 7500-ზე მეტ ფარმაცევტულ პროდუქტზე
შემდეგი სტატიააპრილის თვეში საქართველოში საწვავი 15-52 თეთრით გაძვირდა