მარტოხელა მამას, რომელიც სამ შვილს ზრდის ანაკლიაში ახალი სახლი გადასცეს

ანაკლიაში ბოკუჩავების ოთხსულიან ოჯახს ზუგდიდის მერიამ ახალი სახლი გადასცა. სოციალური სახლის მიღებამდე მინდია ბოკუჩავა რთულ საცხოვრებელ პირობებში, ანაკლიის ყოფილი საბავშვო ბაღის ამორტიზებულ შენობაში სამ შვილს ზრდიდა. ბავშვების დედა შვილებთან არ ცხოვრობს და არც შვილები ღებულობენ დედას.ზუგდიდის მერიამ 2015 წლიდან დღემდე სოციალური სახლის პროგრამის ფარგლებში ახალი სახლი 117 ოჯახს გადასცა. პროექტი წელსაც მიმდინარეობს. ბოკუჩავების ახალაშენებული სახლი დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს. დღესვე მერიამ ოჯახს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტიც გადასცა.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : პანდემიას ტალღისებური მიმდინარეობა ახასიათებს, ნორმები უნდა დავიცვათ
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი : ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასკვნა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, საქართველოს ევროინტეგრაციულ მიზნებს ადასტურებს