მარტო მამა დაიჭირეს შვილი არ ჩანს – ახალდაბაში მოკლულის ნათესავები კლანზე საუბრობენ

გორის სოფელ ახალდაბაში თანასოფლელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გვიან ღამით პოლიციამ ერთი პირი, 70 წლის სურენ მაჭარაშვილი დააკავა. მას 100-ზე მეტი პოლიციელი რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.

თვითმხილველის, მოკლულის მამის თქმით, დაინახა როგორ გარბოდნენ სურენ მაჭარაშვილი და მისი შვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ. ოჯახი ამბობს, რომ მათ კონკრეტული მაღალჩინოსნები მფარველობენ და გამოძიებამ მხოლოდ ერთი პირი სწორედ ამის გამო დააკავა.

“მარტო სურენა დაიჭირეს შვილი არ ჩანს, დამალულია, მე ვუთხარი, იჭერთ თუ არ იჭერთ მეთქი, მე ორი შვილი მომიკლეს, მაშინ გამოატარონ და მეც ვესვრი და მოვკლავ. ეს არის ყაჩაღების საბუდარა. ვინაა ეს ხელისუფლება, ივანიშვილი, მისი დინასტია, პირველი მტერია საქართველოსი”, – ამბობს გარდაცვლილის მამა.

ოჯახი ამბობს, რომ შს მინისტრმა გორში “წმენდა” უნდა ჩაატაროს, რადგან იქ კლანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სურენ მაჭარაშვილი დანაშაულს აღიარებს. ის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და ბრალს, სავარაუდოდ, დღის ბოლოს წარუდგენენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ქადაგიშვილი – ვიმედოვნებთ, ყველა პოლიტიკური პარტია შემოვა პარლამენტში
შემდეგი სტატიასამადაშვილი – ამ ეტაპზე, პოლიტიკურ საქმიანობას „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით აღარ ვაგრძელებ