„მარტივი ჭეშმარიტება ფორმულაში ჯდება მაშინაც კი, როცა სიტყვა „ნაციონალს“ დაამატებ”

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება.

მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის საკითხს გამოეხმაურა.

„მარტივი ჭეშმარიტება ფორმულაში ჯდება მაშინაც კი, როცა სიტყვა „ნაციონალს“ დაამატებ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. მათ საქმიანობას ვერანაირი გადანაცვლება ვერ გააკეთილშობილებს. არ ვიცი, ეს პრაგმატული გადაწყვეტილებაა თუ ტაქტიკური სვლა, რომ სააკაშვილმა თავისი ნეგატიური ფიგურა გვერდზე გასწიოს და ხალხი კიდევ მიიტყუოს, რომ თითქოს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვა ადამიანები არიან. ამ პარტიის ლიდერი ყოველთვის იყო და იქნება მიხეილ სააკაშვილი, რომლის განწყობა როგორც ქვეყნის, ასევე ადამიანების მიმართ ვიცით”, – განაცხადა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს, სადაც პარტიის თავმჯდომარედ სავარაუდოდ გრიგოლ ვაშაძეს აირჩევენ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაბოტაჟის მეტს არაფერს აკეთებდი იურიდიულ კომიტეტში – გედევან ფოფხაძე ვანო ზარდიაშვილს აკრიტიკებს