“მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს, ან სისხლი ხვალ” – დონალდ ტუსკი ევროპარლამენტარებს

“დღეს მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს, ან სისხლი ხვალ” – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ტუსკის განცხადებით, ის მხოლოდ უკრაინაზე არ საუბრობს – “მე ევროპის შესახებ ვსაუბრობ”.

დღეს მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს, ან სისხლი ხვალ. მე მხოლოდ უკრაინის შესახებ არ ვსაუბრობ. მე ევროპის შესახებ ვსაუბრობ. ეს ჩვენს გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაფინანსების საკითხს განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი დოკუმენტზე, რომელსაც მხარი 26-მა სახელმწიფომ დაუჭირა, ამტკიცებს, რომ “ჩავარდა”
შემდეგი სტატიაე.წ. “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული პირები სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა