მარტინ შულცმა პოლონეთი პუტინიზაციაში დაადანაშაულა

მარტინ შულცმა პოლონეთი პუტინიზაციაში დაადანაშაულა

მარტინ შულცმა პოლონეთი პუტინიზაციაში დაადანაშაულაპოლონეთის ახალი მთავრობის პოლიტიკა რუსულ ყაიდაზე ეწყობა – თვლის ევროპარლამენტარი მარტინ შულცი. ვარშავაში მთავრობა საკუთარ გამარჯვებას “უყურებს, როგორც მანდატს, რომელმაც სახელმწიფო უნდა დაიმონოს” – განაცხადა მარტინ შულცმა.
მისი აზრით, ის, რაც ახლა პოლონეთში ხდება, “პუტინის სტილში დემოკრატიის მართვაა და ევროპული პოლიტიკის საშიში პუტინიზაცია”. – მთელ დემოკრატიულ პოლიტიკურ სპექტრს მემარჯვენებიდან დაწყებული, მემარცხენეებით დამთავრებული, შეუძლია განაცხადოს, რომ პოლონეთის პოლიტიკა ევროპულ საბაზისო ღირებულებებს ეწინააღმდეგება – აღნიშნა შულცმა.

თავის მხრივ, პოლონურ და რუსულ პოლიტიკას შორის პარალელი იუსტიციის საკითხებში, ფუნდამეტურ უფლებებსა და სამოქალაქო უფლებებზე ყოფილმა ევროკომისარმაც გაავლო. ვივიან რედიჰგმა თქვა, რომ პოლონეთის ახალი მთავრობის მართვის ლოგიკა პუტინის, ორბანისა და კაჩინსკის ლოგიკის ნაწილია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში კონტრ-ადმირალი სამსახურში პორნოს ყურების გამო გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიაგერმანიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კიოლნის თავდასხმები წინასწარ იყო დაგეგმილი