მარტინ შულცი: თანაგრძნობას ვუცხადებ თურქეთის მოქალაქეებს

სტამბოლში მომხდარ აფეთქებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპარლამენტის პრეზიდენტი.

„თანაგრძნობას ვუცხადებ თურქეთის მოქალაქეებს და სტამბოლში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს მარტინ შულცი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ სტამბულში 10 დეკემბერს ღამით საფეხბურთო მატჩის შემდეგ განხორციელებულ ორ ტერაქტს, დასავლური სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით სულ ცოტა 13 ადამანი ემსხვერპლა, 40-მდე კი დაჭრილია.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა მსხვერპლის შესახებ დუმილი დაარღვია
შემდეგი სტატიაკატეგორიულად ვგმობ სტამბოლში მომხდარ თავდასხმას