მარტინ შულცი – საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი გადავადების გარეშე უნდა წარიმართოს

shulciსაქართველომ ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმი შეასრულა და პორცესი გადავადების გარეშე უნდა წარიმართოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო აფასებს ევროპარლამენტის და პირადად, მარტინ შულცის მხარდაჭერას ევროპული არჩევანის და პერსპექტივის მიმართ.

“საქართველოსათვის ევროკავშირის მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანი იყო, რათა გადამწყვეტი რეფორმები შეგვესრულებინა ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგში. გამოვთქვამთ იმედს, რომ ევროპარლამენტი კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ევროკავშირში პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრირების პროცესში”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ ეფექტიანად შეასრულა ეს ვალდებულებები, წარმატებით განახორციელა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები. მრავალი წლის განმავლობაში შესრულებული რეფორმების და თანმიმდევრული ძალისხმევის გამოვლენის შესაბამისად, რათა დაგვეკმაყოფილებინა ევროპული სტანდარტები, ბუნებრივია, საქართველოში მოლოდინი ძალიან მაღალია.

“დღეს ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის თანადგომა, რათა ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რომელიც სამი წლის წინ დავიწყეთ, წარმატებით დასრულდეს. მადლიერი ვიქნებით თუ თქვენ პირადად ჩაერთვებით, რათა ხელი შეუწყოთ სწორ და სწრაფ განხილვებს ევროპარლამენტში”,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა რუსეთს “ევროპის თავის ტკივილი” უწოდა
შემდეგი სტატიასაქართველომ ვიზალიბერალიზაციის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა