მარტინ შულცი: ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების პროცესი დაგვეჩქარებინა

საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, – აცხადებს ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი:

“ჩვენ ევროპარლამენტში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაგვეჩქარებინა. ჩვენ მოვამზადეთ ყველაფერი, შესაბამის კომიტეტებში გაიმართა კენჭისყრები ერთი მხრივ ვიზალიბერალიზაციაზე, ხოლო მეორე მხრივ – შეჩერების მექანიზმზე. ახლა გადაწყვეტილება აქ არის მისაღები, საბჭოში და არა ევროპარლამენტში. ვიმედოვნებ, რომ წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებას იპოვიან”,- განაცხადა შულცმა უკრაინა-ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე.

banner
წინა სტატიაში“საუბარი მქონდა ირაკლი კობახიძესთანაც, ირაკლი სესიაშვილთანაც”- ინაშვილი კვოტირებაზე შეთანხმებას უარყოფს
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: სადაც დაზეპირება აუცილებელია, უნდა დარჩეს, სადაც არ არის აუცილებელი, უნდა შემცირდეს