მარტინ შულცი გერმანიის კანცლერობისთვის იბრძოლებს

ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინსიტრის პოსტზე ფავორიტად ითვლება, ცდილობს სოციალ-დემოკრატებმა კანცლერის პოსტზე წარადგინონ – დღეს Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს.
dpa-ს ინფორმაციით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელმა ზიგმან გაბრიელმა შულცთან საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურაზე უკვე ისაუბრა მას შემდეგ, რაც ახლანდელი საგარეო უწყების ხელმძღვანელს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებენ.

თუმცა, Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ცნობით, შულცი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტით არ არის დაინტერესებული და ის გერმანიის კანცლერობისთვის იბრძოლებს.

ამავე დროს, ზიგმარ გაბრიელმა და მარტინ შულცმა აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს.
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი 20 ნოემბერს გააკეთებს განცხადებას თავისი გადაწყვეტილების შესახებ, იყრის თუ არა კენჭს მეოთხეჯერ კანცლერის თანამდებობაზე.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ირაკლი კობახიძე ყველაზე უკეთ წარმოაჩენს თქვენი გუნდის დეფექტს
შემდეგი სტატიაპრემიერი: შევეცდებით, მაქსიმალურად კონსტრუქციულად გავაგრძელოთ ის დიალოგი, რომელიც პრეზიდენტთან გვაქვს