მარტინ შულცი : ახლა ნათელია, რომ “დიდი ბრიტანეთი თავისი გზით წავა”

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცმა დიდი ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მარტინ შულცის თქმით, ევროკავშირი რეფერენდუმის შედეგებისთვის კარგად მომზადებულია, თუმცა ის წუხს, ბრიტანელების გადაწყვეტილების გამო. ამასთან, ევროპარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ის ამომრჩეველთა სურვილს პატივს სცემს.

მარტინ შულცი გამორიცხავს, რომ “ბრექსითი” ევროკავშირში “დომინოს ეფექტს” გამოიწვევს. მისი თქმით, ბრიუსელი ლონდონთან ევროკავშირიდან გასვლის პროცედურასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დაიწყებს.

“დევიდ ქემერონმა საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა იკისრა. ახლა დიდ ბრიტანეთთან სერიოზულ მოლაპარაკებებს გავმართავთ. მასთან ურთიერთობა როგორც “მესამე ქვეყანასთან” გვექნება”, – განაცხადა მარტინ შულცმა.

ევროპარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ახლა ნათელია, რომ “დიდი ბრიტანეთი თავისი გზით წავა”.

როგორც მარტინ შულცმა განაცხადა, უახლოეს მომავალში ის გერმანიის კანცლერთან მოლაპარაკებებს გამართავს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმზე – რაც არ გკლავს, გაძლიერებს