მარტიდან რუსეთიდან 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ტარიფი 25 ევროს ნაცვლად 50 ევრო იქნება

რუსეთის მთავრობამ წელს უკვე მეორედ საექსპორტო ხორბლის გაძვირების გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მარტიდან რუსეთიდან 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ტარიფი 25 ევროს ნაცვლად 50 ევრო იქნება. გარდა ამისა, 10 ევრომდე იზრდება ტარიფი ქერის და 25 ევრომდე სიმინდის ექსპორტის შემთხვევაში.

მოსალოდნელია, რომ რუსული ხორბლის გაძვირება პირდაპირ აისახება საქართველოზეც. მთავრობამ გასულ კვირას უკვე მიიღო სუბსიდიის გაზრდის გადაწყვეტილება, რათა შეეჩერებინა პურზე ფასების ზრდა. მთავრობამ ტომარა ფქვილზე 10 ლარიანი სუბსიდია 15 ლარამდე გაზარდა. უცნობია, საკმარისი იქნება თუ არა ეს თანხა უკვე გაძვირებული პროდუქციის შემთხვევაში.

საქართველო თითქმის სრულად არის დამოკიდებული რუსულ ხორბალზე. გასული წლის 10 თვეში საქართველომ რუსეთისგან 97 მილიონი დოლარის ღირებულების ხორბალი შეიძინა. ამავე პერიოდში საქართველომ სულ 22 მილიონი დოლარის სიმინდის იმპორტი განახორციელა, საიდანაც 19 მილიონი დოლარის სწორედ რუსული წარმოების სიმინდზე დაიხარჯა.

banner
წინა სტატიაშიპარტია „ევროპელი სოციალისტები“ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგია
შემდეგი სტატია“ოპოზიციას სურს, მანდატების საკითხი დესტრუქციული პროცესების განვითარების მიმართულებით, საქართველოს ინტერესების დაზიანების მიზნით გამოიყენოს”