“მართვითი სუნთქვიდან მათი მოხსნა შეუძლებელია” – გაურკვეველი სახის ნარკოტიკით ინტოქსიკაციის შემდეგ სამივე ახალგაზრდა რეანიმაციაში რჩება

სამი ახალგაზრდა, რომლებმაც გაურკვეველი სახეობის ნარკოტიკის, სავარაუდოდ „მეფედრონის“ მოხმარებისგან ინტოქსიკაცია მიიღეს, კვლავ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში რჩებიან.
მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა დანარჩენი ორიც მართვით სუნთქვაზე რჩება.
ალადაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის თქმით, პაციენტებს შეყვანისას იდენტური მდგომარეობა ჰქონდათ. მათ ცნობიერების დაბინდვა აღენიშნებოდათ და ამ დრომდე კომაში იმყოფებიან.
რატიანის თქმით, ვერ დგინდება მოხმარებული ნივთიერების სახეობაც, რადგან პაციენტებს კომუნიკაციის უნარი არ აქვთ.
„ორის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, ნერვოლოგიური ცნობიერების დონე გაიზარდა. მძიმე რჩება ერთი პაციენტის მდგომარეობა, ღრმა კომაშია პაციენტი. ჯერჯერობით მათთან კონტაქტი ვერ მყარდება. მართვითი სუნთქვიდანმათი მოხსნა შეუძლებელია“- აცხადებს რატიანი.
გაურკვეველი სახეობის ნარკოტიკისგან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა – 10-ზე მეტი კი მოწამლულია.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილს უნდა მოვუსმინოთ როგორი პოლიტსაბჭო სჭირდება და რატომ – მმართველი გუნდი დაგეგმილ რეორგანიზაციაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“სანამ დრო არის ეს ადამიანი უნდა მოშორდეს ძიუდოს” – ზვიადაური ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს