საქართველოში სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა. ცვლილებები როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს ეხება.
მთავარი სიახლეები, რომლებიც ძალაში შედის:
თეორიული გამოცდა: B კატეგორიის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე კანდიდატმა 30 წუთში 30 ბილეთიდან მინიმუმ 25 ქულა უნდა დააგროვოს. აქამდე არსებული წესით, მხოლოდ 3 შეცდომის დაშვება იყო ნებადართული.
პრაქტიკული გამოცდა (მეორე ეტაპი): მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, ქალაქის პირობებში მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე იზრდება. ძველი წესით, მე-12 შეცდომა გამოცდის ავტომატურ შეწყვეტას იწვევდა. ახალი წესით კი, მძღოლობის კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის უფლება ექნება, ხოლო მე-15 შეცდომა გახდება გამოცდის ჩაჭრის საფუძველი.
დოკუმენტის მიხედვით, გამოცდის დროს გამომცდელს უფლება ეძლევა, კანდიდატს მისცეს მითითება (მაგალითად: „გთხოვთ, კიდევ ერთხელ შეამოწმოთ საგზაო მოძრაობისთვის მზადყოფნა“), რათა მას შეცდომის გამოსასწორებლად გონივრული დრო მიეცეს.

















