მართვის მოწმობის ასაღებად საგამოცდო მანქანები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში საგამოცდო მანქანების ავტოპარკი განახლდა. ინფორმაციას საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე, GPS სისტემით აღჭურვილი, SKODA RAPID-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით აბარებენ.

„მომსახურების სააგენტომ, ინფრასტრუქტურისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყველა სტრუქტურულ ერთეულში, სადაც პრაქტიკული გამოცდების ჩაბარებაა შესაძლებელი, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოები ეტაპობრივად განახორციელა.

2021 წლის დასაწყისში, საწყის ეტაპზე, მხოლოდ რუსთავისა და გორის სტრუქტურულ ერთეულებში ჩანაცვლდა ძველი საგამოცდო მანქანები ახლით, ცოტა ხნის წინ კი, ავტოპარკი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა სტრუქტურულ ერთეულში განახლდა“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმელია – არც ერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საჯარო მოხელეს მათი ნების საწინააღმდეგოდ ექაჩებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ აქციაზე
შემდეგი სტატიაგლდანში, ვაჟა-ფშაველასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები სრულდება