მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ გადაიწია

2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაიწია.

“დადასტურებული ინფორმაციით, ეს დრო, რომელიც იყო მიცემული შესაბამისი ორგანოებისთვის, არ აღმოჩნდა საკმარისი და, თუკი დარჩება ამ რედაქციით ეს მუხლი, აღმოჩნდება, რომ 2018 წლის პირველ იანვარს ძალიან ბევრ, ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არ ექნება საშუალება, ისარგებლოს 2006 წლამდე გაცემული მართვის მოწმობით.

ჩვენ ამ კანონში შესაბამისი ცვლილებები განვიხილეთ მეორე მოსმენით, თუმცა, კენჭი არ გვიყრია. გთავაზობთ, 62-ე მუხლის მესამე ნაწილში, შევცვალოთ სიტყვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე სიტყვით – 2018 წლის 1-ელ აპრილამდე ანუ დამატებით მიეცეს ვადა შესაბამის ორგანოებს მართვის მოწმებების შესაცვლელად და გაეზარდოთ ვადა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ჩაეტიონ დროში და მივცეთ საშუალება, ისარგებლონ ძალაში მქონე მართვის მოწმობებით,” – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა და ვადის გაზრდა მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიკვირის ბოლოს ლარი ისევ გაუფასურდა
შემდეგი სტატიასკოლებში ძალადობის პრევენციაზე შეხვედრა გაიმართა