15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

მართვა-გამგეობის დებულების დახვეწა, სინოდის ხშირი სხდომები და მღვდლების სოციალური დაცვა — მეუფე გრიგოლის პროგრამული ხედვა

მეუფე გრიგოლმა გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დედა ეკლესიის მომავლის საკუთარი პროგრამული ხედვის ძირითადი თეზისები წარადგინა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას:

მართვა-გამგეობის დებულება: საჭიროა დებულების დახვეწა, რომ ის სრულ თანხმობაში იყოს როგორც სჯულის კანონთან, ისე თანამედროვე გამოწვევებთან.

კრებსითი მმართველობა: წმიდა სინოდის უფრო ხშირი და საფუძვლიანად მომზადებული სხდომების გამართვა.

სასულიერო პირთა მხარდაჭერა: მღვდელმსახურთა სოციალური დაცვის გაძლიერება და ეკლესიაში სამართლიანი, გამჭვირვალე და სოლიდარული სისტემის დამკვიდრება.

ახალი თაობა და დიასპორა: ახალგაზრდობის ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართვა საგანმანათლებლო საქმიანობით და საზღვარგარეთის ეპარქიების გაძლიერება ემიგრანტების მხარდასაჭერად.

„ჩვენი მოვალეობაა არ დავუშვათ, ერთი მხრივ, ტრადიციის უგულებელყოფა, ხოლო, მეორე მხრივ, მშრალი ფორმალიზმი, რომელიც აუფერულებს ეკლესიური ცხოვრების სიღრმეს“, — აცხადებს მიტროპოლიტი გრიგოლი.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქში მოძრაობა შეიზღუდება — შსს 17 მაისს ჩასაკეტი ქუჩებისა და ალტერნატიული მარშრუტების სიას აქვეყნებს
შემდეგი სტატიარუსეთის სტავროპოლის მხარეში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა