მართლწესრიგის ოფიცრები ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდნენ

მართლწესრიგის ოფიცრები ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდნენ

შეხვედრა გლობალური პერსპექტივის საგნის ფარგლებში, აკადემიის ინიციატივით განხორციელდა.

მართლწესრიგის ოფიცრებმა მოსწავლეებს თავიანთი ფუნქცია-მოვალეობები და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი გააცნეს. მოზარდებმა მართლწესრიგის ოფიცრებს კონფლიქტის განვითარების ეტაპებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ კითხვები დაუსვეს და მათთან ერთად იმსჯელეს.

მართლწესრიგის ოფიცრები მოსწავლეებს, ასევე, ესაუბრნენ მართლწესრიგის, უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი – საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არჩევანის გაკეთება
შემდეგი სტატია,,ბიძო,შუამავლები 70€ გიტეხავენ და ქენი რამე”-სააკაშვილი ივანიშვილს