მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას ელოდება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას ელოდება. მორწმუნეები იერუსალიმში უკვე რამდენიმე დღეა, იკრიბებიან, მათ შორის არიან საქართველოს საპატრიარქოდან წასული დელეგაციაც.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება.  მანამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები, მათ შორის – ებრაული პოლიციის წარმომადგენლები, საგულდაგულოდ გაჩხრეკენ. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.

ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა.

წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს, 23:00 საათისთვის, ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მოძრაობა ივერია რუსთავი2-ს მხარდაჭერას უცხადებს და ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი უნგრეთის ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინას ეწვია