მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ გიორგობას აღნიშნავს

დღესასწაულთან დაკავშირებით, ქაშუეთის ტაძარში ხვალ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას აღავლენს.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წელიწადში ორჯერ – 6 მაისსა და 23 ნოემბერს იხსენიებს. 23 ნოემბერს გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს.

ქრისტიანული სწავლების მიხედვით, წმინდა გიორგი მხედართმთავარი იყო, რომელიც რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს, ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. 303 წელს, 30 წლის ასაკში, მას დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა.

banner
წინა სტატიაშიარავითარი ძალის გამოყენება ყირიმელი თათრების მიმართ არ იქნება
შემდეგი სტატიაგიორგი თევდორაძე: მოსამათლე ნათია ბარბაქაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ზემდგომი ინსტანციის მოსამართლედ გადაიყვანეს