მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათიდან ჩაატარებს.

ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.

დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მართლმადიდებლებისთვის თევზით ხსნილია.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიგრიგოლ დარსალიას წირვის უფელბა არ მისცეს
შემდეგი სტატიასოფელ სართიჭალაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ