მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მიტევების კვირას აღნიშნავს

შენდობის კვირას, დღეს ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. როგორც “თაიმერს” საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი , ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას დღეს, 10:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს.

ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შენდობის წესის შესრულებას სავარაუდოდ, 19:00 საათზე დაიწყებს. ამის შესახებ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი თავად განაცხადებს.

შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.
წელს დიდმარხვა 14 მარტიდან დაიწყება და 1 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში ჟურნალისტები დაკითხეს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა