მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

დღესასწაულთან დაკავშირებით, ქაშუეთის ტაძარში დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას აღავლენს.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წელიწადში ორჯერ – 6 მაისსა და 23 ნოემბერს იხსენიებს. 23 ნოემბერს გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს.

ქრისტიანული სწავლების მიხედვით, წმინდა გიორგი მხედართმთავარი იყო, რომელიც რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს, ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. 303 წელს, 30 წლის ასაკში, მას დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა.

banner
წინა სტატიაშისროლა შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ ორლეანში – დაშავებულია 16 ადამიანი
შემდეგი სტატია“პანორამა თბილისისათვის” 600 ხის მოჭრა მიმდინარეობს