მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

bzobaმართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღევანდელ დღეს მართლმადიდებლები მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობენ.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში შეასრულებს.

ბზობა ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმში ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას.

ტრადიციულად ამ დღესასწაულზე ტაძრებში მრევლი ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმეა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.

banner
წინა სტატიაშიეროს რამაზოტიზე გადაღებულ ფილმში თბილისის ხედები მოხვდება
შემდეგი სტატია(ნაწილი მეორე) დარეჯან მეფარიშვილის სკანდალური ინტერვიუ – გეპეის ამბოხის დასასრულის დასაწყისი!