“მე მართლა კარგი პედაგოგი ვიყავი ამათთვის” – 67-ე სკოლის ქიმიის მასწავლებელს მოსწავლეები ტაშით შეხვდნენ

67-ე საჯარო სკოლის ქიმიის გათავისუფლებულ მასწავლებელს მოსწავლეები შეძახილებით დახვდნენ და ემოციური დახვედრა მოუწყვეს. დოდო კეზუა ამბობს, რომ პროცესები რომელიც სკოლაში განვითარდა, დირექტორის სცენარია.

ქიმიის პედაგოგის თქმით, მას არც დისციპლინური კომისიისგან და არც სკოლის დირექტორისგან არანაირი დოკუმენტი არ მიუღია.

პედაგოგი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოს გზით გეგმავს.

„მე მართლა კარგი პედაგოგი ვიყავი ამათთვის, არა მარტო ქიმიის სწავლით, არამედ აღმზრდელობითი მუშაობის ყველა მეთოდიკა მქონდა გამოყენებული. არასდროს არ მქონია მოსწავლეებთან და მშობლებთან კონფლიქტი. სულ სიყვარულს ვიმსახურებდი,“ – განაცხადა დოდო კეზუამ.

banner
წინა სტატიაშითამარ ხულორდავა ვიქტორია ჰორვატს შეხვდა
შემდეგი სტატიასაკაბელო ოპერატორები კონკრეტული არხების უფასოდ გავრცელების უფლებას ითხოვენ