ტვ ფორმულას ეთერში სიტყვიერი პაექრობა გაიმართა იაგო ხვიჩიასა და “ფორმულას” წამყავს შორის, რომელმაც ხვიჩიას განუცხადა, რომ მისი ქცევებიდან გამომდინარე, “პოლიტიკური სალოსია”. ამის საპასუხოდ იაგო ხვიჩიამ თქვა:
“სალოსი კი არა, მართლა გიჟები ხართ, დედას ვფიცავარ, არარაციონალური გიჟები ხართ, რომლებიც ვერ ხვდებიან, რა ხდება. კომპრომატი დამიდე, 9 წელია პოლიტიკაში ვარ, ერთი საჯარო ტყუილი არ მითქვამს შეგნებულად და მატყუარების გარემოცვაში ვცხოვრობ 9 წელია და გეგონება, მე არ ვიცნობდე ხალხს, ვინც იქ დგას, არ ვიცნობდე იმ კლოუნადას, რაც იქ ხდება.
თქვენ გინდათ, პაატა ბურჭულაძე გმირად გამოიყვანოთ? პაატა ბურჭულაძისგან არ გამოვა ზვიად გამსახურდია, დამიჯერეთ. აქციის ორგანიზატორები, რომლებიც “ოუნერშიფს” იღებენ ამ აქციაზე, რომლებმაც, სინამდვილეში, ნორმალური ხალხი გარეკეს აქციიდან, დარჩნენ თვითონ, თავიანთი სადაქალო, გიჟების, “ფრიკების” ერთობლიობა და თქვენ გინდათ, რომ “ფრიკებით” ბიძინას მოუგოთ, მე კიდევ გეუბნებით, რომ მასე ბიძინას ვერ მოუგებთ.
სინამდვილეში, თქვენ ხართ ბიძინას გაბატონების მთავარი საფუძველი ამ ქვეყანაში თქვენი უაზრობით, მაგას როგორ ვერ ხვდებით? მაგათი ბრალია ხალხი ციხეში რომ ზის, ახლაც რომ დაიჭერენ, ეგეც მაგათი ბრალია”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
















