მართლა დაგვემხობა ქვეყანა თავზე – გიგი უგულავა

,,მე მგონი მთელი ეს დისკურსიაა პრობლემა. ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება გაფუჭდეს ან ჩამოვარდეს. ამაზე პოლიტიკური კივილი, წარსულში ყურება, ნიშნის მოგება, “ასოების დატოლება” – ვინ უფრო მაგარია – ის წინაღობაა, ლიბრია თვალებში, რომელიც წინ გახედვის საშუალებას არ გვაძლევს. ახლა რომ კმაყოფილები ვართ (და ქოცებს ნიშნის მოგებით, თუნდაც სამართლიანად, თავში ვურტყავთ, როცა აეროპორტის ან იუსტიციის სახურავს ვაძახებთ) ეგეც პრობლემაა. გულს ვიფხანთ, მაგრამ იმის იქით ვერ მივდივართ. ამ, არაპარტიული არამედ უფრო ფართო გაგებით, ნაც-ქოცური დისკურსის ალტერნატიული ნარატივის ჩამოყალიბებაა საჭირო, თორემ მართლა დაგვემხობა ქვეყანა თავზე. პ.ს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ’’

გიგი უგულავა

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროში 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება
შემდეგი სტატიაბაღდათში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს