ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) სხდომაზე გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა პოლონელი ევროდეპუტატის, კშიშტოფ ბრეიზას კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ევროკომისიას სანქციების დაწესების უფლებამოსილება არ აქვს, რადგან ეს წევრი ქვეყნებისა და საბჭოს კომპეტენციაა.
„გეთანხმებით, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვცადეთ. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს უმრავლესობა არ არის თანახმა, სანქციები დააწესოს თქვენ მიერ ნახსენებ ადამიანებზე და ბევრ სხვაზე. ჩვენთვის ნათელია, რომ მაშინაც კი, თუ ქვეყანა უკან იხევს გაწევრიანების პროცესში, საქართველო დაკავშირებადობის დღის წესრიგში იმყოფება და ჩვენ ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთობას. ჩვენ ბევრი მოწვევა გავუგზავნეთ საქართველოს წარმომადგენლებს მონაწილეობის მისაღებად. მათ აქამდე დადებითად არ უპასუხიათ. ჩვენ ველოდებით, რომ მთავრობა, სულ მცირე, იმ მიმართულებით იმოქმედებს, სადაც რეალურად სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანები ყველაზე მეტად ზარალდებიან. ერთი პატარა ცვლილება ან იმასთან დაახლოება, რასაც საქართველოსგან ვითხოვთ, ამ მხრივ ნამდვილად დაგვეხმარებოდა“, – განაცხადა მარტა კოსმა.















