26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

მარტა კოსი: თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტებით ურთიერთკავშირის გაძლიერება ახალ დონეზე ავიყვანეთ

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რეგიონული კავშირის ხელშეწყობის მიზნით ანკარაში, ბაქოსა და ერევანში მაღალი დონის მოლაპარაკებები გამართა. მისი თქმით, ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივ მშვიდობასა და სავაჭრო-ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციას.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორებთან ურთიერთკავშირის გაფართოება პირდაპირ აისახება ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.

„მე ახლახან დავბრუნდი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, სადაც ურთიერთკავშირის გაძლიერების მიმართულებით ჩვენი მუშაობა ახალ დონეზე ავიყვანეთ. ამან, შეიძლება, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივ მშვიდობას, ამავდროულად, ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციას. ურთიერთკავშირის გაფართოება და გაძლიერება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია“, — აღნიშნა მარტა კოსმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1 და 2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი მარტა კოსი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვივნენ.

banner
წინა სტატიაშილაშა ტყეშელაძე ხაბეიშვილის საქმეზე: სამართლებრივი ნონსენსია ადამიანს ერთი და იგივე ქმედებისთვის ორჯერ წაუყენო ბრალი
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე მასირებული დარტყმების გაგრძელებას ითხოვს