27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

მარტა კოსი: სომხეთის მოსახლეობა თავისუფალია, თავად აირჩიოს ქვეყნის გზა

სომხეთი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, მისი მოსახლეობა თავისუფალია, თავად აირჩიოს ქვეყნის გზა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან.

„კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის სოლიდარობა სომხეთის მიმართ რუსეთის მხრიდან მზარდი ეკონომიკური ზეწოლის ფონზე. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა მოკლევადიან პერსპექტივაში სომხეთის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა გავზარდოთ. ასევე, დავაჩქარებთ ჩვენს მუშაობას სამხრეთ კავკასიაში და მის შიგნით სავაჭრო და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერების მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ სომხეთის ეკონომიკურ კავშირებს მის უშუალო მეზობლებთან“, – წერს მარტა კოსი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიტრამპი აცხადებს, რომ ყალბია ამბები, თითქოს ირანმა და აშშ-მა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტეს საუბარი
შემდეგი სტატიაგიორგი სიორიძე: „ლელო“ იბრძოლებს ვადამდელი არჩევნების მოსაპოვებლად