10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

მარტა კოსი – საქართველოს ახალი კანონები ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეზე კიდევ ერთ თავდასხმას წარმოადგენს

საქართველოს ახალი კანონები უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ და პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის შესახებ, ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეზე კიდევ ერთ თავდასხმას წარმოადგენს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.

„პოლიტიკურ გამოხატვაზე სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპულ მომავალს, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს“, – წერს მარტა კოსი X-ზე.

მანამდე, მარტა კოსმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.

„საქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მიღება საქართველოს ხელისუფლების სისტემატური ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვაზეა მიმართული“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირეგიონული განვითარების სამინისტროში თელავის სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაავღანეთსა და პაკისტანს შორის შეტაკებები გრძელდება