8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

მარტა კოსი: სამხრეთ კავკასიაში გამავალი სავაჭრო გზები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე

JPG resized with https://ezgif.com/resize

გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, მარტა კოსმა, ერევანში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ჩრდილოეთსა და სამხრეთში მიმდინარე ომის კონტექსტში, სამხრეთ კავკასიაში გამავალი სავაჭრო გზები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე.

ევროკომისრის თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, მსოფლიო უფრო არასტაბილური გახდა და ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რატომ არის მუშაობა სამხრეთ კავკასიაში ასეთი მნიშვნელოვანი.

„ამან აჩვენა საიმედო პარტნიორებისა და მეგობრების ყოლის მნიშვნელობა და სწორედ ასე ვხედავთ ჩვენ სომხეთს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი წელია სომხეთისთვის. მაისში სომხეთი უმასპინძლებს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტს, რასაც მოჰყვება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეგიონი ევროპისთვის და რამდენად ღრმა გახდა ჩვენი პარტნიორობა. ჩრდილოეთსა და სამხრეთში ომის ფონზე, სამხრეთ კავკასიაში გამავალი სავაჭრო გზები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა მარტა კოსმა.

banner
წინა სტატიაშითელავში კაფე “გიშერი” 22 მარტს, შეჭირვებულ მოქალაქეებს უფასო საკვებით გაუმასპინძლდება
შემდეგი სტატიასაქსტატი: საქართველომ ნავთობპროდუქტები ტოგოში ექსპორტზე გაიტანა