8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

მარტა კოსი: ქართული ოცნება ატყუებს საკუთარ ხალხს, რომ მათ ქვეყანა ევროკავშირში შეჰყავთ

ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიის დამცავი ბადე უნდა გავშალოთ. გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, – ამის შესახებ ვროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა გაფართოების სტრატეგიაზე დებატებისას, საქართველოზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მიიღეს ახალი კანონი, რომელიც თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს და კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროპული მომავლისგან, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს.

,,ხედავთ საქართველოში რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს. ავტოკრატიული სისტემა თრგუნავს დემოკრატიულ გამოხატვას. მათ ახლახან მიიღეს ახალი კანონი, რომელიც თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს და კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროპული მომავლისგან, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს. ისინი ატყუებენ საკუთარ ხალხს, რომ მათ ქვეყანა ევროკავშირში შეჰყავთ და რომ ევროკავშირია ის, ვინც მათ უნდა მოერგოს. მივმართავ ჩვენს ქართველ მეგობრებს, ქართველი ხალხის უმრავლესობას, რომლებიც აფასებენ დემოკრატიას და თავისუფლებას, ჩვენ არ გტოვებთ, – განაცხადა მარტა კოსმა, რომლის კომენტარსაც “ევროსკოპი“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიფრიდრიხ მერცი – ირანი განურჩევლად ესხმის თავს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის ჩვენს მოკავშირეებს
შემდეგი სტატიაზელენსკი: უკრაინამ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მრჩევლების სამი ჯგუფი გაგზავნა