12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

მარტა კოსი: მივიღეთ გადაწყვეტილება, სომხური პროდუქციის 80%-ს ევროკავშირში ტარიფების გარეშე შესვლის უფლება მივცეთ

დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, სომხური პროდუქციის 80%-ს ევროკავშირში ტარიფების გარეშე შესვლის უფლება მივცეთ,- წერს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი X-ზე.

,,ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთის მიერ სომეხი მწარმოებლებისა და ფერმერებისთვის საკუთარი ბაზრის ჩაკეტვაზე, რაც ევროპასთან დაახლოების შესახებ სომხეთის დემოკრატიულ არჩევანს მოჰყვა.

ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს სომხეთის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი”,- წერს მარტა კოსი X-ზე.

banner
წინა სტატიაშისიმონ ჯანაშია: სკოლებთან დაკავშირებით სინამდვილეში საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასთან და კორუფციასთან
შემდეგი სტატიაუკრაინულმა სახმელეთო რობოტებმა ორ ღამეში 30 კილომეტრის სიგრძის მარშრუტები დანაკარგის გარეშე გაწმინდეს