30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

მარტა კოსი: ევროპის სოლიდარობა სომხეთის მიმართ უცვლელია

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ზეწოლისა და ჩარევის ფონზე, ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხების არჩევანს ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი სომხეთის მიმართ.

„რაც შეიძლება მალე ჩამოვალ სომხეთში – ევროპის სოლიდარობა სომხეთის მიმართ უცვლელია. დღეს ჩვენ ასევე დავიწყებთ მუშაობას ევროკავშირ-სომხეთის ახალ სამუშაო ჯგუფში, რათა გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა“, – წერს ევროკომისარი.

ცნობისთვის, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 005-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დაითვალა. წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში გამარჯვება ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო კონტრაქტმა“, ხმების 49.825%-ით მოიპოვა.

banner
წინა სტატიაშიანტონიო კოშტა: ერთად, ევროკავშირი და სომხეთი ამყარებენ უფრო მჭიდრო კავშირებს
შემდეგი სტატიალევან მახაშვილი: ჩვენი დელეგაცია მოწოდებულია, თითოეულ საკითხს საქმიანად მიუდგეს, რომელიც შეიძლება, ევროკომისიას ჰქონდეს