მარტა კოსი – ევროკომისიის წინადადება პასუხია დემოკრატიულ უკუსვლასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსების, დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე

ევროკომისიის დღევანდელი წინადადება პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ რეპრესიებზე, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში X-ში წერს.

როგორც მარტა კოსი წერს, ევროკავშირი დგას ქართველ ხალხთან, რომლის არჩევანია ევროპული მომავალი.

„ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, არის პასუხი მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე. ევროკომისიამ უკვე გადაამისამართა დაფინანსება მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისადმი და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერების გზებს შეისწავლის. ევროკავშირი დგას ქართველ ხალხთან, რომლის არჩევანია ევროპული მომავალი. ევროკავშირის კარი ღია რჩება“, – წერს მარტა კოსი.

ევროკომისიამ საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიგახარია: ბიძინა ივანიშვილი თუ ფიქრობს და როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ მსგავსი პოლიტიკური თაღლითობით შეძლებს რაღაც დოზით მაინც შესძინოს ლეგიტიმაცია უკანონო რეჟიმს, რა თქმა უნდა, აქედან არაფერი გამოვა
შემდეგი სტატია“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება”- “მედიის თავისუფლების კოალიცია”