მარტა კოსი – ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა

საქართველოს განგრძობითი უკუსვლის ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტში 2025 წლის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„გასული წლის ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და საქართველოს განგრძობითი უკუსვლის ფონზე, კომისია მიიჩნევს რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა“, – განაცხადა მარტა კოსმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე, 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშს უსმენენ, რომელსაც ევროკომისარი მარტა კოსი წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის გაფართოების ანგარიში – საქართველომ უნდა გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა – უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის ყველა შემთხვევა ეფექტურად უნდა იქნას გამოძიებული
შემდეგი სტატიაკალასი: საქართველოა ერთადერთია კანდიდატებს შორის, რომელსაც წევრობის გზაზე რეგრესი აქვს