მარსზე კრატერი წყლის ყინულით არის სავსე

ევროპულმა აპარატმა “მარს ექსპრესმა”, რომელიც მარსის ირგვლივ ორბიტაზე უკვე 15 წელია მოძრაობს, უნიკალური ფოტოები გამოაგზავნა. დეტალურ ფოტოებზე ჩანს, რომ კარალიოვის კრატერი, რომელიც პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსთან მდებარეობს, წყლის ყინულით არის სავსე – “ბიბისი” წერს.
ფოტოებმა დაადასტურეს, რომ წითელ პლანეტას წყლის გიგანტური მარაგი აქვს, რომელიც მეცნიერებს სამომავლო კვლევებში დაეხმარება. კრატერის დიამეტრია 81,4 კმ, სიღრმე კი 2 კმ-ზე მეტი. ყინულის ფენა დაახლოებით 1900 მეტრს შეადგენს. სავარაუდოდ, ის მილიონობით წლის განმავლობაში იქმნებოდა.
კრატერში არსებული წყლის ყინულის მოცულობა 2200 კუბური კილომენტია, მაგრამ გარკვეულ ადგილებში დალექილია მინერალური მტვერი, რომელიც ქარებმა გადაიტანეს. უფრო ადრინდელმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ კრატერში არსებული ყინული წყლისგან წარმოიშვა და არა ნახშირორჟანგისგან. მარსის ჩრდილოეთ რაიონებში რამდენიმე ათეული კრატერია, რომელიც წყლის ყინულით ნაწილობრივად არის დაფარული.

banner
წინა სტატიაშიკადიროვმა პოლიტიკური კარიერის დასრულებაზე დაიწყო საუბარი
შემდეგი სტატიაორანგუტანგები შვიდი წლის ბავშვზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ