20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა

სამტრედიაში, სოფელ იანეთში, გაზგასამართ სადგურზე ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამგზავრო მიკროავტობუსი შუაზე გაიგლიჯა.

ტელეკომპანია „მეგა ტვ“-სთან საუბარში შემთხვევის თვითმხილველი აცხადებს, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის აპარატურის გაუმართაობამ გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად  არავინ დაშავებულა.

ადგილზე ამ წუთებშიც მობილიზებულია საპატრულო პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

banner
წინა სტატიაშიდომინიკის რესპუბლიკის ზღვისპირა კურორტზე სასტუმრო დაიწვა — არის მსხვერპლი და დაშავებულები
შემდეგი სტატიაკონგოში, იძულებით გადაადგილებულთა ბანაკში, ებოლათი 30 ადამიანი გარდაიცვალა