მარში სახელწოდებით, შენი ხმა ევროკავშირს, რესპუბლიკის მოედნიდან ზუსტად 14 საათზე დაიწყო. მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მსვლელობით გაემართებიან და ევროკავშირის დროშას გაშლიან.
როგორც 6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ მარშს შეუერთდება. მისი თქმით, მაშინ, როცა საქართველო რამდენიმე დღეში გადამწყვეტ გზავნილს ელოდება, გაერთიანება მნიშვნელოვანია.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.
„ევროპულ მარშზე” მოქალაქეები სკანდირებდნენ – „ჩვენი ხმა ევროპას“. მათი განცხადებით, ამ ფორმით ევროპული ქვეყნების ლიდერებს აწვდიან ხმას, რომ საქართველოს არ უნდა რუსეთი და საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.
მსვლელობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.
ევროპის მოედანზე “ევროპული მარში” ევროკავშირის რეკორდული ზომის დროშის გაშლით დასრულდა.