შაბათის ტრადიციული მარში დაიწყო. მოქალაქეები თავდაპირველად მელიქიშვილის ქუჩაზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ.
ხალხი ქალაქის შუაგულში დღესაც საპროტესტო ბანერებით და დროშებით გამოჩნდა. გამონაკლისი არც დღევანდელი შეკრებაა. პროტესტი ორ მთავარს მოთხოვნას – ახალი არჩევნების დანიშვნას და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ეძღვნება.
მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ მიუხედავად “ოცნების” შემზღუდავი კანონებისა, მაინც არ ეშინიათ და სამართლიანობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. მათი თქმით, არც ციხის ეშინიათ და რეჟიმი საბოლოოდ, აუცილებლად დაემხობა.
“ქართულმა ოცნებამ” იმ შემთხვევაშიც დაარღვია ჩემი შვილების უფლებები, 24 საათი რომ გამომკეტა ციხეში და ახლაც, მგონია, რომ არ გაუჭირდება იგივეს გაკეთება და სამი შვილის დედა იქნება, ერთი შვილის თუ საერთოდ უშილო, მაგას რა მნიშნელობა აქვს? ჩვენი პროტესტის გამოხატვის უფლებას არ გვაძევენ და უნდათ, რომ სისხლით გაგვიშვან ციხეში, მაგრამ აუცილებლად შეევსებათ ის ციხეები, არავინ დანებდება და მერე ციხე რომ შიგნიდან ტყდება, ეგ უნდა ახსოვდეთ. ეს ბრძოლა იქნება ბოომდე! ესენი აგებენ პასუხს ჩვენი მოწამვლისთვის, ჩვენი უკანონო გასამართლებისთვის და აუცილებლად დაემხობა რეჟიმი”, – ამბობს ანა ბდეიანი.
აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ გზა გადაუკეტეს ავტომობილს, რომელშიც საზოგადოებრივი არხის ყოფილი ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძე იჯდა. “თავისუფლება მედიას!” სკანდირებდნენ მოქალაქეები.
პარალელურად, მაღლაფერიძე აქციის მონაწილეებს ავტომობილიდან ვიდეოს უღებდა.
პირველი არხი არის საბჭოური ტიპის ტელევიზია, სამშობლოს გამყიდველი, ანტიეროვნული ტელევიზია. ეს არის ჟურნალისტიკის სირცხვილი, – თქვა “პირველებთან” საუბარში ლეილა ცომაიამ.
პროტესტის გამოხატვის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ავტომობილი გაატარეს და მსვლელობა გააგრძელეს.
ვრცად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.
















