მარშანია გახარიას: მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ მოსკოვში ვიზიტებზე, უკვე ვაგვიანებთ ძალიან

“კარგია ჟენევის და კარასინ-აბაშიძის ფორმატი, ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით მხარს ვუჭერდით ამ ფორმატებს. მათ თავისი ფუნქცია გააჩნიათ და შინაარსი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რატომ ჩავიკეტეთ ჩვენ ამ ორ ფორმატში, რომელიც, მე დარწმუნებული ვარ არ მოგვიტანს ჩვენ ოდნავ მაინც, პატარა მაინც წარმატებას და წინსვლას. რატომ? იმიტომ რომ დიდი ხანია, რომ ქვეყანა უნდა მოემზადოს უფრო სერიოზულ და ფართომასშტაბიან სამუშაოსთვის ამ საკითხში. ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად რომ მოსკოვთან, ზუსტად რომ კრემლთან და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. პირდაპირი დიალოგი აფხაზეთთან და ოსეთთან კრემლის გარეშე, მოსკოვის დახმარების გარეშე არ გამოვა. ეს არის მწარე რეალობა. ამაში კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ჩვენი ვიზიტების დროს მოსკოვში. ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ ამაზე ბატონო გიორგი, ვიზიტებზე მოსკოვში, როგორ უნდა მოხდეს ეს, მომზადება უნდა დავიწყოთ დიდი ხანია, ჩვენ უკვე ვაგვიანებთ ძალიან ”-პატრიოტთა ალიანსის წევრი ადა მარშანიამ პრემიერ-მინსიტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას მიმართა

banner
წინა სტატიაშიადა მარშანია – ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად რომ მოსკოვთან, პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, რაც კრემლის გარეშე არ გამოვა, ეს არის მწარე რეალობა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი -სიტყვებად არ უნდა დარჩეს „მე თქვენ დაგამთავრებთ“, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ