მარსელში სახლები ინგრევა – მთელი საფრანგეთის ტრაგედია

მარსელში ორი ძველი სახლის დანგრევა მთელი საფრანგეთისთვის ტრაგედია გახდა. ადგილობრივები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები წლებია შენობების ჩამონგრევის საშიშროებებზე საუბრობენ. 2015 წელს ხელისუფლებამ მოხსენება გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქალაქის კერძო შენობების 13%, რომელიც 40 ათასი ბინაა, კატასტროფულ მდგომარეობაშია. მასში 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მარსელის ცენტრში ასეთი საშიში შენობა 35%-ია, მათგან თითქმის 70% რიუ დობანის ქუჩაზე მდებარეობს.
ტრაგედია ორი დღის წინ მოხდა. ნანგრევების ქვეშ რვა ადამიანის ცხედარი იპოვეს.
გუშინ ჩამონგრეულ სახლებთან ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ქალაქის მერს ჟან-კლოდ გოდენს ბრალს სდებენ იმაში, რომ ძველი შენობების რეკონსტრუქციის პროექტს არ ანხორციელებს. ამავე დროს, ადგილობრივი მთავრობა ამბობს, რომ მარსელი საფრანგეთის სხვა ქალაქებთან შედარებით გაცილებით მეტ თანხებს ხარჯავს 200-300 წლის შენობების გამაგრება-შენარჩუნებაზე -წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია გუშინდელ მოვლენებთან კავშირს უარყოფს
შემდეგი სტატიახანძარი კალიფორნიაში – დაიწვა რანჩო, სადაც “ველური დასავლეთის სამყარო” გადაიღეს (ფოტო)