მარსელის ებრაელებმა მუსლიმებს სინაგოგა მიჰყიდეს

მარსელის ებრაელებმა მუსლიმებს სინაგოგა მიჰყიდეს

მარსელის ებრაულმა საზოგადოებამ სინაგოგა ოპ თორა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, მუსლიმთა კულტურის ასოციაცია „ალ ბადრს“ მიჰყიდა. შენობა მეჩეთად გადაკეთდება – Yahoo News-ი წერს.
„უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ვაკვირდებით, რომ ებრაული მოსახლეობა ქალაქის სხვა რაიონებში გადადის საცხოვრებლად. მე პოზიტიურად ვუყურებ შენობის გაყიდვას. ღმერთი ყველასთვის ერთია, მთავარია, რომ ცვლილებები ჰარმონიულად მიმდინარეობდეს“- განაცხადა მარსელის ებრაული კონსისტორიის ხელმძღვანელმა ცვი ამარმა.
მუსლიმებს სინაგოის შესყიდვა 400 ათასი ევრო დაუჯდათ. „ალ ბადრი“ შენობის შესყიდვით იმიტომ იყო დაინტერესებული, რომ იქვე მდებარე მეჩეთი მომსვლელებს ვერ იტევდა.

banner
წინა სტატიაში(foto) პრინცესა შარლოტას ახალი ფოტოები გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიარუსეთში პოლონეთის ელჩი გამოიძახეს პოლონეთში “ღამის მგლების” დაბლოკვის გამო