“Maroon 5”-ის კონცერტამდე რამდენიმე საათია დარჩენილი

“Maroon 5”-ის კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე საორგანიზაციო ჯგუფი საბოლოო ტექნიკურ დეტალებს გადის. ბათუმში, საოცრებათა პარკში საბოლოო სამუშაოებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ადგილზე გაეცნო. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ კონცერტისათვის ბათუმში სტუმრების რაოდენობა მოსალოდნელზე მეტია.
ამერიკული ჯგუფის კონცერტი დღეს საოცრებათა პარკში გაიმართება, მსმენელისათვის კი კარი 5 საათზე გაიღება. “Maroon 5”-ის კონცერტის დაწყებამდე პარკში შეკრებილი ადამიანების განწყობაზე ჯგუფი “max the sax” იზრუნებს.

banner
წინა სტატიაში(+ფოტოები) მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ კარავში გადავიდა
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1323 ლარი გახდა