მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 632-მდე გაიზარდა. დაშავებულია 329 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. განახლებულ ინფორმაციას მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
ცნობისთვის, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ქალაქ მარაკეშის ტურისტული ცენტრიდან 71 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა.
მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ქალაქში დაზიანდა მეჩეთი და რამდენიმე შენობა ჩამოინგრა.