მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა – 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. ერთ-ერთი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვია.

“გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს. აღნიშნული ფაქტის გამო, საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებში მედიისთვის ხელის შეშლა და თავდასხმა – ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაცესკოს ხელმძღვანელი პირები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ