მარნეულში ქართული ღვინის კვირეული იხსნება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 28, 2017 14:13

მარნეულში ქართული  ღვინის კვირეული იხსნება

ხვალ, 29 სექტემბერს 12:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტისადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოსსოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მარნეულში იხსნებაღვინის კვირეული სახელწოდებით – „მარნეული- ვაზის აკვანი“, სადაც მოსულსტუმრებს ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი და საშუალო კომპანიები,მცირე და ოჯახური მარნები წარმოუდგენენ საკუთარ პროდუქციას. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქართული ღვინის, თაფლის, ყველის დასხვა სასოფლო -სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ქართული ღვინის კვირეული მარნეულში დატვირთული იქნება სხვადასხვააქტივობებით: ღია ცის ქვეშ, ჩატარდება 7 წუთიანი ლექცია – პრეზენტაცია, მარნეულისმუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მსოფლიოში უძველესიწიპწებისა და საღვინე ჭურჭლის შესახებ (მომხსენებელი ეროვნული მუზეუმისმეცნიერ თანამშრომელი მინდია ჯალაბაძე). საზეიმოდ დაიწურება ყურძენი საწნახელში, მოდუღდება თათარა დაამოივლება ჩურჩხელები, ანსამბლ „ჰუჯაბის“ მიერ შეასრულებული ფერხულისსიმღერის „საწნახლური“-ს თანხლებით. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა, ასევე გაიმართებაქართული ჭიდაობის ტურნირი.ღვინის კვირეულის გახსნის ცერემონიალს, ცენტრალური და ადგილობრივითვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მოსახლეობადა სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 28, 2017 14:13